“მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, არ მაქვს არანაირი სურვილი ახალი რევოლუციის ორგანიზების” – მიხეილ სააკაშვილი

“მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, არ მაქვს არანაირი სურვილი ახალი რევოლუციის ორგანიზების” – მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები უძღვის სათაურად უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “გორდონის” სტატიას რომელშიც საქართველოს ექსპრეზიდენტის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი.
“გორდონის” ინფორმაციით, სააკაშვილი კიევში საკუთარ მომხრეებს აგროვებს, შემდეგ კი აპირებს თავისი მოთხოვნები პეტრე პოროშენკოს გააცნოს.
“ვაპირებთ შემოვიაროთ მთელი უკრაინა, შევაგროვოთ მოთხოვნები, რომლებიც შემდეგ გადაეცემათ “უმაღლეს რადასა” და “უმაღლეს ბარიგას” – ამბობს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან დაბრუნდა.
მსგავსი სიახლეები

გია ვოლსკი: ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი ადამიანი არაა, პოლიტიკური მიზნისთვის ხელისუფლება რომ ედავოს

ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე – თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ
