“მიწისქვეშა პარკინგის 10 ლოკაციაზე მოწყობას 21 ოქტომბრის შემდეგ დავიწყებთ“ – კახა კალაძე

“მიწისქვეშა პარკინგის 10 ლოკაციაზე მოწყობას 21 ოქტომბრის შემდეგ დავიწყებთ“ – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “ამომრჩევლის პირისპირ” მიწისქვეშა პარკინგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე პარკინგი 125 მანქანაზე იქნება გათვლილი.

“თბილისის მერიას 10 ლოკაცია აქვს შერჩეული სადაც მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს. შესაბამისად, 21 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება პუშკინის სკვერის მიმდებარე პარკინგს, რომელზეც ბოლო დღეებში აქტიურად ვისმენთ, თითქოს ერთ ლარად გადაეცა კონკრეტულ კომპანიას, მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ეს არის მიწისქვეშა პარკინგი და დაახლოებით 125 მანქანაზე იქნება გათვლილი”, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები