“მისი მხარდამჭერები, სულ ტაატით შემოიყვანენ ბატონ შალვას პარლამენტის დარბაზში“

“მისი მხარდამჭერები, სულ ტაატით შემოიყვანენ ბატონ შალვას პარლამენტის დარბაზში“

გონია, ბატონი შალვა პარლამენტის ლანძღვაში გულწრფელია. მჯერა, მისი მხარდამჭერები, რომლებიც ახლა „ფეისბუქზე“ გამოკითხვაში მონაწილეობენ, სულ ტაატით შემოიყვანენ ბატონ შალვას პარლამენტის დარბაზში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, შალვა ნათელაშვილს არასდროს არ უნდოდა პარლამენტში მუშაობა.

აქამდეც ჰქონდა შანსი და არასდროს გამოუყენებია. ახლაც, სწორედ იმიტომ რომ ხელფასისა და საბიუჯეტო დაფინანსების დაკარგვის შანსი გაჩნდა, მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უნდა აქ შემოსვლა, შემოდის პარლამენტში. ჩვენ მხოლოდ მივესალმოთ და ტაში დავუკრათ მას. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ გააფთრებული იბრძვის, რომ ბატონი შალვა არ შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, მაგრა, მჯერა, მისი მხარდამჭერები, რომლებიც ახლა „ფეისბუქზე“ გამოკითხვაში მონაწილეობენ, სულ ტაატით შემოიყვანენ ბატონ შალვას პარლამენტის დარბაზში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს, სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგებით გადაწყვეტს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები