მიშელ ბაჩელეტი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ციხეებიდან კორონავირუსისადმი მოწყვლადი პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიშელ ბაჩელეტი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ციხეებიდან კორონავირუსისადმი მოწყვლადი პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.

გაერო-ს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ციხეებიდან კორონავირუსისადმიმოწყვლადი პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ Fracne 24 წერს.

Covid 19-მა ციხეებსა და საემიგრაციო დაკავების ცენტრებში დაიწყო გავრცელება. ის თავშესაფრებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც გავრცელდა, რაც ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. მთავრობებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ასაკოვანი პატიმრები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე ის პირები, ვინც მსუბუქ დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“, – განაცხადა ბაჩელეტმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები