“მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“

“მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“

ექსპრემიერ გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

„სააკაშვილს არ ვუწოდებ პოლიტიკურ პატიმარს და აგიხსნით რატომ. ადამიანმა, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა შექმნა სისტემური ძალადობრივი მოწყობა ქვეყანაში, ეს ფაქტია და არავინ უარყოფს. ამას შეცდომებს ეძახის და დანაშაულს არ ეძახის, წლების განმავლობაში არც ვაჟკაცობა ეყოთ, არც გონიერება, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომ ამისთვის დანაშაული ეწოდებინათ.
სამართლებრივად გეუბნებით, რომ მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ის კონკრეტული, მძიმე დანაშაულების გამო არის მსჯავრდებული და არის იქ, სადაც უნდა იყოს. სანამ არ იქნება აღიარება, მონანიება, ან სასჯელის მოხსნაб რა თქმა უნდა, პატიებაზე ნებისმიერი პრეტენზია უადგილოა და ეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის.

სისტემა, რომელიც დანაშაულის შეცდომას ეძახის და არ შესწევს ძალა ან ვერ ხვდება, რომ ეს დანაშაული უნდა აღიაროს, სასჯელი უნდა მოიხადოს, მოინანიოს და შემდგომ ექნება პატიების უფლება. ეს სისტემა მეუბნება დღეს, რომ ხელისუფლებაში დავბრუნდებიო დემოკრატიული ვიქნებიო. რის საფუძველზე უნდა დავიჯერო?“, – აღნიშნა გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები