“მისასალმებელია, რომ ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა, დღეს მემორანდუმის სახით ფორმდება და მას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან”

“მისასალმებელია, რომ ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა, დღეს მემორანდუმის სახით ფორმდება და მას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან” , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას დაეხმარება.
„მივესალმებით, რომ ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავეს ის ძირითადი ეთიკის წესები, რომლებიც აუცილებელია, რომ საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი, იყოს ყველას მხრიდან პატივისცემა იმ საერთო წესების, რაც სჭირდება დემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ, რასაკვირველია, ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა, მისასალმებელია, რომ დღეს უკვე მემორანდუმის სახით ფორმდება და მას უერთდებიან ოპოზიციური პარტიებიც. ვფიქრობ, ეს დაეხმარება არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
მსგავსი სიახლეები

ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს შეხვდა.

“ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე”

“შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი და ახლა საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე”
