მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება

მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება

მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება, – აღნიშნული განცხადება ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების მშპ-ის მიმართ კლების ტენდენცია. კერძოდ, მათი წილი ეკონომიკასთან მიმართებაში 2019 წელს მცირდება 20,6%-მდე, მაშინ როდესაც 2018 წელს – 23,3%-ს შეადგენდა.
„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია ვლინდება ისეთი ხარჯების ოპტიმიზაციაშიც, როგორიცაა სამთავრობო (შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების) ხარჯები. მათი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ-ს მიმართ 5,9%-ის დონეზე იგეგმება. ეს მაჩვენებელი 2018 წლის გეგმით გათვალისწინებულზე 0,4%-ით, ხოლო 2017 წლის ფაქტობრივთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები