„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პროექტი ეყრდნობა მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას“-გოჩა ენუქიძე

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პროექტი ეყრდნობა მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას“-გოჩა ენუქიძე

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პროექტი ეყრდნობა მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას“, – ამ განცხადებით შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოჩა ენუქიძემ თბილისის მერის მიერ დღეს წარდგენილი „ღამის ეკონომიკის“ პროექტი.
გოჩა ენუქიძე დარწმუნებულია, რომ „ღამის ეკონომიკის“ პროექტი დედაქალაქისთვის წარმატებული იქნება.
„ღამის ეკონომიკის“ პროექტის განხორციელების შედეგად, შეიქმნება სამუშაო ადგილები, განვითარდება ღამის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გადაიჭრება ღამის საათებში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ბიზნესოპერატორებს მიეცემათ ოპერირების საშუალება ღამის საათებში. თბილისის მერის მიერ შემუშავებული ქალაქის განვითარების კონცეფცია, სრულად პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს, დარწმუნებული ვარ, რომ „ღამის ეკონომიკის“ პროექტი ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნისთვის.“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები