მირიან ნიკოლაძე – ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი

მირიან ნიკოლაძე – ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი

არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა დაახლოებით მესამე დღეს ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების მიზეზი, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი იყო. ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

„თავიდანვე ვცდილობდით, რომ იმ კალაპოტში მოგვეხვედრებინა ეს საინფორმაციო ნაკადი, რომელშიც უნდა ყოფილიყო – მე ვგულისხმობ ობიექტური ინფორმაციის გაშუქებას. ახლა კი, მიუხედავად უამრავი მცდელობისა და საშინელი, ამორალური და უზნეო დამოკიდებულებისა ზოგიერთი არხის მხრიდან, ეს მისია შესრულდა. ახლა დარჩა იმის გარკვევა, უშუალოდ ვის წარედგინება ბრალდება ჩვენს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციით. უბრალოდ, როდესაც ახალს არაფერს ამბობ, ჩემთვისაც, მაყურებელი რომ ვყოფილიყავი, ეს მოსაბეზრებელი იქნებოდა. ამიტომ ვიკავებდით თავს ტელეეთერში გამოჩენისგან. არსებობს პროცესუალური ვადები, შესაბამისად , გამოძიება აქვს გარკვეული ფარგლები. დარჩენილია დაახლოებით 2 კვირა. შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთ-ერთ წინა შეხვედრაზე ოჯახმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ამ ვადებში ელოდებიან პროკურატურის საბოლოო დასკვნას კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ბუნებრივია, ეს არავინ იცის, ვინაიდან მოცულობიდან გამომდინარე ამას ბევრი ნიუანსი აქვს. თუმცა ვიტოვებთ იმედს, რომ ამ ვადაში მოესწრება. არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა დაახლოებით მესამე დღეს ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების მიზეზი, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი იყო. ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები