“მინისტრის ბრძანებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ ერთვება კოვიდთან ბრძოლაში”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ისევ მიიღებს. განცხადება ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს.
ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკისცენტრად, შემდეგ გადავკეთდით.
დღეის მონაცემებით, მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია.
ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია. სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კივიდთან ბრძოლაში”,-განაცხადა ლევან რატიანმა.
მსგავსი სიახლეები

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ-ოთარ აბესაძე

კახა კალაძე: იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი
