მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი,საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ მეცნიერებთან და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი,საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ მეცნიერებთან და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ მეცნიერებთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

როგორც მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, განათლებაში ერთი მილიარდი ევროს ინვესტიცია უპრეცედენტო მოვლენაა, მით უმეტეს იმ მიმდინარე რეფორმების ფონზე, რაც სისტემაში ხორციელდება. მისივე თქმით, როგორც რეგიონისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან უნივერსიტეტში სწორედ იმ სასწავლო პროგრამებით ისწავლიან, რითიც მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მართლაც უნიკალური პროექტია, რომლისთვისაც ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება. უკვე ხედავთ, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება და მომავალი წლის სექტემბერში ჩვენ უკვე მივიღებთ სტუდენტთა პირველ ნაკადს. დღეს ამ უნივერსიტეტის მშენებლობის დასათვალიერებლად გერმანელი სტუმრები იმყოფებიან. თუმცა, მშენებლობის პარალელურად მუშავდება სასწავლო პროგრამა, რომელშიც ჩართულნი არიან მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლები. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. დაგეგმილია უნივერსიტეტის სამი კორპუსის, საერთო საცხოვრებლის, ბიბლიოთეკისა და სხვა შემეცნებით საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა და უნივერსიტეტი იქნება ულტრათანამედროვე უნიკალური საგანმანათლებლო კერა აღჭურვილი სხვადასხვა ლაბორატორიით. როგორც ხედავთ უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად, უპრეცედენტოა მით უმეტეს იმ მიმდინარე რეფორმების ფონზე, რასაც ვახორციელებთ. როგორც რეგიონისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ამ უნივერსიტეტში ისწავლიან იმ სასწავლო პროგრამებით, რითიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ ეს ყველაფერი კი ემსახურება ერთადერთ მიზანს საქართველოში ამაღლდეს სწავლის ხარისხი“, – განაცხადა მინისტრმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები