“მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი”

“მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი”

მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო მტკიცე მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთი მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ისე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, მეორე მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს, ფართო სპექტრია საკითხებისა, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებს, ზოგადად ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს.

ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ისე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, მეორე მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები