“მინდა დადებითად შევაფასო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ შეასრულა დაპირება და დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა”-რატი იონათამიშვილი

“მინდა დადებითად შევაფასო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ შეასრულა დაპირება და დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა”-რატი იონათამიშვილი

“მინდა დადებითად შევაფასო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ შეასრულა დაპირება და დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა შს სამინისტროში დაწყებული რეფორმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ობიექტური გააზრებით შესაძლებელია ყველა იმ გამოწვევის დაძლევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
“ცხადია, მხოლოდ არსებული სურათის ობიექტური გააზრებით არის შესაძლებელი ყველა იმ გამოწვევის დაძლევა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რაც უზრუნველყოფს ევროპული ტიპის პოლიციის ფორმირებას, სადაც მთავარი ყურადღება რეპრესიული პოლიტიკის ნაცვლად, პრევენციული პოლიტიკის გატარებას ეთმობა.
მნიშვნელოვანია, რომ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, სტატისტიკის გამოქვვეყნებასათან ერთად, საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელიც უკვე დაწყებულია სამინისტროში. კერძოდ, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის და პატრულის რეფორმიება არის აუცილებელი გზა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს გამჭირვალეობისა და ღიაობის პრინციპს და კრიმინალის საპასუხოდ მთავარ აქცენტს, კანონის ფარლგებში, მკაცრ და პრინციპულ მოქმედებასთან ერთად ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე აკეთებს”,-განაცხადა დეპუტატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები