მიმდინარე წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა „ლიბერთი ბანკის“ რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა.

მიმდინარე წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა „ლიბერთი ბანკის“ რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა.

მიმდინარე წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა „ლიბერთი ბანკის“ რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. რეიტინგის ზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით. გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალზე წვდომა. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.
Moody’s-ის მოლოდინით, „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან – ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად. კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
„მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით“,- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები