მიმდინარე წლის 18 იანვარს, თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) მიერ პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შესრულდება.

მიმდინარე წლის 18 იანვარს, თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) მიერ პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შესრულდება.

მიმდინარე წლის 18 იანვარს, თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) მიერ პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით შესრულდება. გახსნის ცერემონია საზეიმოდ ანკარასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში გაიხსნება.
გახსნის საზეიმო ცერემონიას მაღალი დონის სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან ანკარაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და თბილისში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.
პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ანკარაში საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად მიიღეს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესრულდება პირდაპირი ავიამიმოსვლა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით“,- აცხადებენ სამინისტროში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები