მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც მძევლები აიყვანეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც მძევლები აიყვანეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„გვინდა, გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება „ემბისი“-ს უპირველესი ამოცანაა“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე, შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. თავდამსხმელმა მძევლად 9 პირი აიყვანა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.