მიხეილს სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა და უწყების შენობა დატოვა.

მიხეილს სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა და უწყების შენობა დატოვა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილს სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა და უწყების შენობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო “რია” ავრცელებს.

სააკაშვილი გენპროკურატურაში დილით მივიდა. ის”დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია” ეჭვმიტანილი.

ოქტომბრის სასახლესთან მომხარი დაპირისპირების შემდეგ ოდესის ექსგუბერნატორმა თავის მომხრეებს რადასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა. სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას პოლიციასთან შეტაკების თავიდან აცილება სურდა.

ოქტომბრის სასახლეთან დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ სასახლის შენობის შტურმის აღების მცდელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 2 საქმე აღძრა.

სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები