მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი შევიდა

მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი შევიდა

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა. გამოკითხვას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც ესწრება.

დღეს შეთანხმებულები ვართ პენიტენციურ სამსახურთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. დანიშნულია ექსპერტიზაც, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეული სპეციალისტი – საუბარია პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე. განხორციელდება სააკაშვილის სხეულის გარეგანი დათვალიერება და ამის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცემს შესაბამის დასკვნას. თუ ნივთმტკიცების თაობაზე განაცხადებს, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება. კადრები გამოთხოვილი არ არის“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები