“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პროკურატურას კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან აქვს”

“ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან”,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყება კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
“მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა. ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება”,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

32 წლის ჰეიდი ტურუნენისა და 31 წლის ტომ რეინის უჩვეული ქორწილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის თებერვლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეული გამოაქვეყნა.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ასეთი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს-კახა კალაძე

დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 16 მარტს გუდაურში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც სათხილამურო ტრასაზე, საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა, გამოძიების დასკვნა წარადგინა.
