მიხეილ სააკაშვილს მეგის ქარდავა ორჯერ ჰყავს დაჯილდეობული.

მიხეილ სააკაშვილს მეგის ქარდავა ორჯერ ჰყავს დაჯილდეობული.

საქართველოს ექს-პრეზენდეტ მიხეილ სააკაშვილს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ორჯერ ჰყავს დაჯილდეობული.

2010 წელს, მეგის ქარდავა, სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა “კონსტიტუციური წყობილების დაცვისათვის”. 2012 წელს კი “სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის” გადასცა ღირსების ორდენი.
მეგის ქარდავას სახელმწიფო ჯილდოები: 2010 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით (აღნიშნულ დროს მეგის ქარდავა მუშაობდა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად)
2012 წლის 19 მაისს – საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (აღნიშნულ დროს მეგის ქარდავა მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად)
მიხეილ სააკაშვილი მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილი წერს, რომ ქარდავას არ იცნობს, არასოდეს შეხვედრია და მისი არსებობა მხოლოდ პრესიდან შეიტყო.
„მედიასაშუალებები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ამ „უახლოეს თანამოაზრეს“ არასოდეს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“,-წერს სააკაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას კიევში დააკავეების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები