“მიხეილ სააკაშვილს იმედი ნუ ექნება, რომ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს”

“მიხეილ სააკაშვილს იმედი ნუ ექნება, რომ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს”

სააკაშვილი სასჯელს მოიხდის ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში – ის ქვეყნის კანონმდებლობას პატივს არ სცემდა არც პრეზიდენტობის დროს, მან შეიქმნა პუტინზე უფრო მაგარი კონსტიტუცია, ისეთი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა, რომ მსგავსი მსოფლიოში არავის დასიზმრებია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი პატიმრობით პოლიტიკურ კრიზისს შექმნის.
“ნაციონალური მოძრაობის” აქცია არის საკუთარი თავის გასამხნევებლად, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არსებულ სიტუაციაზე არ ექნება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, არის პოლიტიკოსი, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, რომლის გამოც სასამართლოს სამმა ინსტანციამ მსჯავრი დასდო, ქვეყანაში არალეგალურად შემოიპარა და დააკავეს. ამ მხრივ, მისი მდგომარეობა ნათელია და ოპონენტი რომ ამ მოვლენებს სხვანაირ შეფასებას მისცემს, ამის გამო რეალობა არ იცვლება. პოლიტიკური პროცესი ნორმალურად გაგრძელდება. “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანია, ქვეყანაში ნებისმიერი მეთოდით პოლიტიკური კრიზისი შექმნან, წყალი აიმღვრეს, იქნებ, რაიმე ცუდი მოხდეს და ხელში რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდონ. მიხეილ სააკაშვილს იმედი ნუ ექნება, რომ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. ის თავის სასჯელს მოიხდის ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, ჩატარდება არჩევნები, გატარდება რეფორმებიც. აქ კომპრომისი ერთადერთია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესღაც მისი ქვეყნის კანონმდებლობას პატივის სცეს. პატივს არ სცემდა არც პრეზიდენტობის დროს და მან შეიქმნა პუტინზე უფრო მაგარი კონსტიტუცია, ისეთი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა, რომ მსგავსი მსოფლიოში არავის დასიზმრებია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები