“მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს დავით გარეჯის შესახებ 2007 წლის განცხადებაში”

“მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს დავით გარეჯის შესახებ 2007 წლის განცხადებაში”

მაშინდელი განცხადება რომ გავაანალიზოთ, ნათლად ჩანს, მას იმედი აქვს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ელემენტარულად არ იცის, რაზე ლაპარაკობს, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის მიერ დავით გარეჯის შესახებ 2007 წელს გაკეთებულ განცხადებას. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ქვეყნისთვის საზიანო იყო.

„თუკი სიმაღლეს მეზობელ ქვეყანას აძლევ, რასაკვირველია, ამ სიმაღლის წინამდებარე ტერიტორიაც, ფაქტობრივად, არა საქართველოს გამგებლობაში იქნება, არამედ მეზობელი ქვეყნის გამგებლობაში. ან რა საფრთხე შეიძლება შეექმნას სიმაღლიდან ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, თუკი ამ სიმაღლეზე ჩვენ ვართ.

როგორ შეიძლება უსაფრთხოებაზე ვიმსჯელოთ, იმ ტერიტორიიდან, როდესაც ეს თემა მეგობარი ქვეყნის ინტერესებს ეხება. რა სიმაღლეს აძლევ, რისთვის. რა უსაფრთხოებაზეა საუბარი. განა, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სიმაღლიდან შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას მეზობელი, მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოებას? ეს არის რეალობა – ერთი, და მეორე, გეომეტრიას აბსოლუტურად აცდენილია ეს ადამიანი, როცა ამ განცხადებას აკეთებს. არა მარტო გეომეტრიას, არამედ აცდენილია გარკვეულ მორალს, რომელიც საქართველოს ისტორიას, ჩვენ ინტერესებს, კულტურულ მემკვიდრეობას და უამრავ სხვა ასპექტს უკავშირდება, რომელიც სახელმწიფოს აზიანებს. დღეს რა პროცესებიც ვითარდება, ეს არის ქვეყნისთვის დამაზარალებელი და მისი სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები