მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის რჩება უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე, როგორც ქართველადვ

მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის რჩება უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე, როგორც ქართველადვ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის რჩება უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე, როგორც ქართველად. მისივე თქმით, ცოტა კისერი სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის, თუმცა უკრაინელ ოლიგარქებს აუცილებლად მოსტეხს კისერს.
„ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ, განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე, როგორც ვრჩები ქართველად და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. გუშინდელი დაკავების შემდეგ, ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი, კისერს მოვტეხ, აუცილებლად.
მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა იმუშაოს ციხეებმა, ამიტომ ვპირდები პეტრო პოროშენკოს, იური ლუცენკოს, არსენ ავაკოვსა და რინატ ახმეტოვს, რომ ისინი უკრაინის ციხეში მოხვდებიან“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები