მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს აქტუალობას ყველგან და ყველაფერში-კობახიძე

მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს აქტუალობას ყველგან და ყველაფერში-კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი საშიშია როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელზე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

„მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს აქტუალობას ყველგან და ყველაფერში. მის განცხადებებს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია, არ აქვს. ის არის საშიში როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელზე. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს არასდროს!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა ის საქართველოში კვლავ პრეზიდენტად ყოფნას. მან განაცხადა, რომ მას მანქანის უკანა სავარძელზე კი არა, წინ, საჭესთან ჯდომა უყვარს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები