მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით საზოგადოებას უკრაინაში დაბრუნების გეგმა გააცნო და თქვა

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით საზოგადოებას უკრაინაში დაბრუნების გეგმა გააცნო და თქვა
მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით საზოგადოებას უკრაინაში დაბრუნების გეგმა გააცნო და თქვა, რომ ის 10 სექტემბერს გეგმავს ქვეყანაში შესვლას.

26 ივლისს ამერიკაში ვიზიტისას პოროშენკომ სააკაშვილს ორი წლის წინ მიცემული მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ანულირებულია მისი პასპორტიც. მიუხედავად ამისა, შემდეგ სააკაშვილი პოლონეთსა და ლიტვაში იმყოფებოდა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის მინისრის ცნობით, ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციით მიმართა როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციის საკითხით უკრაინა დაინტერესდა:

“უკრაინულმა მხარემ იკითხა რამდენიმე დღის წინ, რომ ის დოკუმენტაცია და ექსტრადიციის მოთხოვნები იყო, თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო საქართველოს პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები, არის დღესაც ძალაში და კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი.”

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები