მიხეილ სააკაშვილმა კიეველებს თხოვნით მიმართა – ის საქართველოში ექსტრადირებისგან დაიცვან

მიხეილ სააკაშვილმა კიეველებს თხოვნით მიმართა – ის საქართველოში ექსტრადირებისგან დაიცვან

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიეველებს თხოვნით მიმართა – ის საქართველოში ექსტრადირებისგან დაიცვან.

„ახლა მას (პრეზიდენტი პოროშენკო. – რედ.) ჩემი ექსტრადირება უნდა. მე ჩემს მშობლიურ კიეველებს, წესიერ, პატიოსან ადამიანებს მინდა ვთხოვო დახმარება. მე თქვენ დაგიცავთ და თქვენც დამიცავით მე“, – თქვა სააკაშვილმა თავის მიმართვაში.

სააკაშვილის თქმით, ის მზად არის უკრაინაში ბოლომდე საბრძოლველად, მაგრამ ამისთვის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა სჭირდება.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. მოგვიანებით სააკაშვილის ადვოკატმა უარყო ეს ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ კიევში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებას ულტიმატუმს რამდენიმე საკითხში უყენებს.

კატეგორიები: მსოფლიო, პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები