მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას არ აპირებენ” – უკრაინის სასაზღვრო სამსახურის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას არ აპირებენ” – უკრაინის სასაზღვრო სამსახურის კომენტარი

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას არ აპირებენ.

„დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და მას დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც მოვიდა“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა ტელეარხ 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები