მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის ოჯახი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან რაიმე კავშირს უარყოფს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის ოჯახი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან რაიმე კავშირს უარყოფს

მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრები ელგუჯა ცომაიასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ რაიმე შეხებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც დაკავებულის მეუღლე, ვერიკო წოწორია აცხადებს, მამა-შვილს არასდროს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია სააკაშვილთან და არც პირადად იცნობენ მას.

ვერიკო წოწორია ფიქრობს, რომ გამოძიება იმის გამო დაინტერესდა მათი ოჯახით, რომ მამა-შვილი ფოთის პორტში მუშაობს და ახლო ნათესაური კავშირი აქვთ დაკავებულთან ელგუჯა ცომაიასთან. ოჯახს ობიექტური გამოძიების იმედი აქვს. მამა-შვილი 3 ოქტომბერს საკუთარი სახლიდან აიყვანეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები