მიხეილ სააკაშვილის ფიგურა საქართველოში პოლიტიკურად აქტუალური არ გახლავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
ციხელაშვილის თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ექს-პრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს უკვე გადადგმული აქვს.
„ეს პროცესი ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ვერ გავაკეთებთ შეფასებებს უშუალოდ სააკაშვილის მოქმედებებისა უკრაინული მხარის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ეს უკრაინის საქმეა. რაც შეეხება თვითონ სააკაშვილის ფიგურას, ნამდვილად აღარ გახლავთ ის პოლიტიკურად აქტუალური საქართველოში და ამ ჭრილში ვერ განვიხილავთ მის საკითხს. ამ საკითხს აქვს მხოლოდ სამართლებრივი მხარე“, – განაცხადა ქეთევან ცხიელაშვილმა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“ხორავას ქუჩის საქმეზე” შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ რეკომენდაცია პარლამენტის დადგენილებაში აისახა და ამაზე პასუხს ველოდებით”

„სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება – სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა”
