“მიხეილ სააკაშვილის მიმართ 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის”

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის”

მიხეილ სააკაშვილის მიმართ 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილი საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან იმ საქმეებზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, ის გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნა წიკლაურმა.

იმის გამო, რომ სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს და იმყოფება პატიმრობაში, სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა გააუქმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები