მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს, სადაც ის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისთვის ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამისთვის ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენონ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ეს მორიგი მცდელობაა იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ალტერნატიული ხერხები გამოიძებნოს.

მე ვიტყოდი, რომ ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობები იმისა, რომ ალტერნატიული ხერხები იყოს გამოძებნილი თავისუფლების მოსაპოვებლად. თავისუფლების დაუმსახურებლად და უსამართლოდ მოსაპოვებლად იმ ფონზე, როდესაც არგუმენტების ძალიან მწვავე დეფიციტი აქვთ, სამართლებრივი არგუმენტებისა, იმისთვის, რომ რეალურად დაასაბუთონ უდანაშაულობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები