საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავტობუსში ყოფნისას უკრაინის პასპორტი მოჰპარეს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე გუშინ მოვედი, პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე უკრაინის ლეგალური დოკუმენტით, პოლონელებმა შტამპი ჩამირტყეს. მერე გადავედი უკრაინელებთან, მათ პასპორტი მივაწოდე, მაგრამ მითხრეს, რომ არ აიღებენ მას. როდესაც ეს მოხდა, ხალხმა ამიყვანა და უკრაინაში ხელებზე აყვანით შემიყვანეს. პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა. მე ახლა უკრაინაში აბსოლუტურად ლეგალურად ვიმყოფები. მე მივმართე უკრაინის სახელმწიფოს დაცვის შესახებ და ჩემი ეს თხოვნა სასამართლოში უნდა იქნას გადაწყვეტილი”, – დასძინა მან.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ლაშა ჟვანია – დღეს პრეზიდენტს ჰქონდა მოკლე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან
სააკაშვილი-ევროპული საქართველო არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება გამიჯნოდა ნაციონალურ მოძრაობას და ამით გააძლიერა ივანიშვილი.
კახა კალაძე-ჩემი ხელფასი მიემართება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად
