მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და პირს, რომელიც სხვა ქვეყანას წარმოადგენს, საარჩევნო პროცესში ჩართვა ეკრძალება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აშკარად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.
„ამ საკითხზე საჭირო იქნება ალბათ დიპლომატიური არხებით გარკვევა, რადგან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებსაც ეხება უკვე მისი მოწოდებები, რომელიც აშკარად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.
როგორც ჩანს, მისი თანაპარტიელები, ზოგი მათგანი ემიჯნება ამ ძალისმიერ მოწოდებებს და უნდა ჩამოყალიბდნენ, საბოლოოდ რა პოზიციაზე დგანან და ვინ რას ამბობს, რადგან ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ საკითხებზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშაონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მსგავსი სიახლეები

აშშ-ის საელჩომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

კახა კუჭავა: გუშინდელი შედეგები არის ხალხის პასუხი იმ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე, რომელიც არჩევნების წინ ვრცელდებოდა
