მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დღეს გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დღეს გაიმართება.

კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დღეს გაიმართება.
პროცესი 3 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ოლეგ პრისიაჟნიუკმა სხდომა გადადო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლოზე გამოცხადდა მხოლოდ ერთი დეპუტატი მათგან, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ.
კიევის სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დეპუტატი იური დერევიანკო გამოცხადდა, ხოლო კიდევ ერთი დეპუტატი – ვიტალი კუპრი გზაში იმყოფებოდა.
დეპუტატები იგორ ლუცენკო, ელენა შკრუმი, იულია ტიმოშენკო, დმიტრო დობროდომოვი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

მოსამართლე პრისიაჟნიუკმა აღნიშნა, რომ პროცესუალური კოდექსის თანახმად, ყველა აღნიშნული პირი სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა.
კიევის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვა 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 13:10 საათზე გაიმართება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები