მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ექსპრეზიდენტის საქართველოში უკანონოდ შემომყვანებს აღარ დაიცავენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ექსპრეზიდენტის საქართველოში უკანონოდ შემომყვანებს აღარ დაიცავენ

ბექა ბასილაიამ „ქრონიკასთან“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტის საქართველოში უკანონოდ შემომყვანებს – ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილ წოწერიებს და კიდევ სხვა ბრალდებულს ისინი აღარ დაიცავენ. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ამ ადამიანებმა თავად მიიღეს.

„ამ ადამიანებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ მათ ინტერესებს სხვა ადვოკატი დაიცავს. ბუნებრივია, ადამიანის არჩევანია ვინ განახორციელებს მათი ინტერესების დაცვას და შემდეგ, როდესაც მათ ჩვენ უკვე აღარ ვიცავდით, მათ მისცეს ხელახალი ჩვენებები. არცერთი ეს ჩვენება და მათ შორის არც ელგუჯა ცომაიას ჩვენება ნამდვილად არ არის საიმისო მტკიცებულება, რომ ვინმეს წარუდგინონ ბრალდება, რადგან ჩვენებაში აღწერილი რაღაც თხრობითი ნაწილი ეს არ არის არც დამაჯერებელი და არც რაიმე სხვა მტკიცებულებით გამყარებული. აქედან გამომდინარე, ბატონი ელგუჯა ცომაიას ჩვენებაზე მითითება, რომ ეს გახდა ვინმეს ბრალდების საფუძველი, პროკურატურის მხრიდან არის სპეკულაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები