“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მათი გადასაწყვეტია, რა პროცესები წარიმართება”

“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მათი გადასაწყვეტია, რა პროცესები წარიმართება”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახლავთ და მათი გადასაწყვეტია, თუ რა პროცესები წარიმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახლავთ და მათი გადასაწყვეტია, თუ რა პროცესები წარიმართება. საქართველოს კუთხით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ 4 სისხლის სამართლის საქმე არსებობს, მათგან ორზე, შეგახსენებთ, გირგვლიანის საქმესთან და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ქართული სასამართლოს სამ ინსტანციას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და განაჩენი გამოტანილია, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რადა უკრაინის რკინიგზაში შექმნილი კოლაფსით დაინტერესდა. სააკაშვილი, ადეიშვილი, უგლავა – საგამოძიებო კომისია დანაშაულებრივი სქემის დეტალებს სწავლობს. საუბარია გაფლანგულ მილიონებსა და ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის კოლაფსზე. 300 ათასამდე ადამიანი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები