მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის თავისტკივილია, – აღნიშნულ განცხადებას ”ქართული ოცნების” დეპუტატი მერაბ ქვარაია აკეთებს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის თავისტკივილია, – აღნიშნულ განცხადებას ”ქართული ოცნების” დეპუტატი მერაბ ქვარაია აკეთებს.

თავის ქვეყანაში ტირანი და აგრესორი, სხვის ქვეყანაში სიკეთის მომტანი პოლიტიკური ლიდერი ვერ გახდება – ნებისმიერ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის თავისტკივილია, – აღნიშნულ განცხადებას ”ქართული ოცნების” დეპუტატი მერაბ ქვარაია აკეთებს.

მისივე თქმით, თუ უკრაინამ დროზე ვერ გაუსწორა თვალი რეალობას, მწარე გაკვეთილს მიიღებს.

”რაც შეეხება საზღვრის უკანონო კვეთას, სააკაშვილი თავისი მმართველობის პერიოდში სხვას ამ დანაშაულისთვის ალბათ უვადო პატიმრობასაც კი მიუსჯიდა შესაბამისი არაადამიანური პირობებით”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები