მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება-კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება-კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საერთოდ არაა საინტერესო, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, თუ არ ჩამოვა.

„ველოდებით. ხალხიც დახვდება ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, თუ არ ჩამოვა. ჩამოვა – ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ვნახავთ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი. ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა მასზეა დამოკიდებული. ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები