მიხეილ სააკაშვილი-თქვენი მასშტაბები ჩემი პიროვნებისთვის ცოტაა, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ!
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს პასუხობს, რომელმაც მისი მოხრეები იარაღის უკანონოდ შეძენაში დაადანაშაულა.
“მინდა მივმართო ხელისუფლების პროპაგანდისტებს, მათ ვინც ამ ისტორიას თხზავს, რომ ვიღაცაში გეშლებით. თქვენი მასშტაბები ჩემი პიროვნებისთვის ცოტაა, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ!
მე არ ვარ მარგინალური დაჯგუფების ლიდერი, მე ვიღაც არ ვარ, მე ციდან არ ჩამოვვარდნილვარ. მე არ ვარ ის ადამინაი, ვისაც ძალადობის გზით პუტჩის მოწყობა შეუძლია. მე ვიყავი მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი საქართველოში. ეს ის რევოლუცია იყო, რომელსაც მაშინ პოროშენკო და „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერები ციტირებდნენ. ეს მათთვის იყო მისაბაძი მაგალითი, თუ როგორ შეიძლებოდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა.
მე ვიყავი იმ რეფორმების ლიდერი უკრანაში, რომლებიც ვერ განხორციელდა. ჩემი დადანაშაულება შეირაღებული პროვოკაციების მოწყობაში არის სიბინძურე და სიბრიყვე. თქვენ უკრაინელი ხალხი სულელად მიგაჩნიათ და გგონიათ ნებისმიერ სიბრიყვეში დააჯერებთ. მთელ პასუხისმგებლობას ყველა შესაძლო პროვოკაციაზე პირადად პეტრო პოროშენკოს და ოვაკოვს ვაკისრებ. მათ ჰგონიათ, რომ უკრაინელ ხალხს მართავენ სინამდვილეში კი კორუფციითა და ქურდობით არიან დაკავებულნი. მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ჩვენი მომხრე მშვიდობიანი, მშვიდი, პასუხისმგებლიანი უკრაინელი პატრიოტია.” – აცხადებს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
