მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარეს.

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარეს.

უკრაინაში ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარეს. მას ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ.

გუშინ, 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ პროკურატურის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს. გენპროკურორის იური ლუცენკოს განმარტებით, სააკაშვილი საპროტესტო აქციებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მართავდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები