მიხეილ სააკაშვილი ოდესაში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესაში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრა „პრიმორსკი ბულვარში“ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყო, სადაც სააკაშვილის ასობით თანამოაზრე იყო შეკრებილი. სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და ოდესაში დაპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, სააკაშვილი შეკრებილებს შეპირდა, რომ უკრაინაში არსებულ ბოროტ რეჟიმს დაამარცხებს.

სააკაშვილმა მოსახლეობას მადლობა იმისთვისაც გადაუხადა, რომ ის არ დაივიწყეს. ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, საკუთარ მხარდამჭერებს ისიც არასდროს დაივიწყებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდა და ქვეყნის მასშტაბით ტურნე წამოიწყო. 17 სექტემბრიდან ის რამდენიმე ქალაქში, კერძოდ, ვინიცაში, დნეპრში, ზაპოროჟიესა და ჩერკასიში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები