მიხეილ სააკაშვილი-,,მე გავატარე ღამე უმაღლეს რადასთან კარავში”

მიხეილ სააკაშვილი-,,მე გავატარე ღამე უმაღლეს რადასთან კარავში”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინული პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ღამე უკრაინის უმაღლეს რადასთან კარავში გაატარა, სადაც უკვე მერვე დღეა პოლიტიკური რეფორმების ჩატარების მოთხოვით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება. სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, რომ სისტემის შესაცვლელად გაერთიანდნენ და საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ:

„მე გავატარე ღამე უმაღლეს რადასთან კარავში. იქ, სადაც შეკრებილნი არიან ადამიანები და ელოდებიან 7 ნოემბერს, როდესაც რადამ 3 დაპირებული კანონპროექტი უნდა მიიღოს, იმისთვის რომ სისტემის ცვლილებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგას. მე გელოდებით აქ , მინდა ვიცოდე რომ ამ ყველაფერს ტყუილად არ ვაკეთებთ, თუ არსებული რეალობა არ მოგვწონს და უკეთესი ცხოვრება გვინდა აქ უნდა ვიყოთ და ერთად შევცვალოთ სისტემა, მშვიდად, ექცესების გარეშე, მაგრამ დარწმუნებულებმა. იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვწამს უკრაინის მომავლის.“- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღეს კონსტიტუციის მოედანზე რამდენიმე ლექცია ჩატარდება:

„ჩვენ ჩავატარებთ ლექციებს და სემინარებს პოლიტიკურ რეფორმებთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით“- აღნიშნა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ სააკაშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეების კარავში 24 ოქტომბერს დასახლდა , მას შემდეგ რაც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

სააკაშვილმა ლუცენკოს განცხადება უარყო და განაცხადა, რომ მას არანაირი დოკუმენტაცია არ მიუღია იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკრაინაში ყოფნის უფლება არ აქვს.

 

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები