მიხეილ სააკაშვილი ლვოვში ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასტუმროში “Leopolis”-ში გაჩერდა.

ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა ლვოვშია და თანამოაზრეებთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ლვოვში ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასტუმროში “Leopolis”-ში გაჩერდნენ.
როგორც booking.com-ზე ვკითხულობთ, სასტუმრო “ლეოპოლისი” ლვოვის ცენტრში მდებარეობს. სასტუმროდან სამი წუთის სავალზეა ლვოვის ოპერის თეატრი და ქალაქის კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა. აღსანიშნავია, რომ “ევრო 2012”-ის დროს, ამ სასტუმროში იყო განთავსებული “უეფა”-ს შტაბბინა.
2010 წელს სასტუმრომ დაიმსახურა World Travel-ის პრემია ნომინაციაში “უკრაინის საუკეთესო სასტუმრო”.
სასტუმროს სტუმრების განკარგულებაშია მდიდრული ნომრები, უფასო სპა-სალონი და სატრენაჟორო დარბაზი, ფინური და ინფრაწითელი საუნა და ა.შ. ყველა ნომერი აღჭურვილია მინი-ბარით, თანამგზავრული არხებით, აბაზანით და იატაკის გათბობით.
რაც შეეხება სასტუმროს რესტორანს, აქ სტუმრებს უმასპინძლდებიან როგორც უკრაინული, ისე ევროპული სამზარეულოს კერძებით. არის ღვინის ბარი ფართო არჩევანით. სასტუმროს ბიბლიოთეკა კი ბევრი სტუმრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია – დასვენებისა და ჭიქა ღვინოსთან წიგნის კითხვის საუკეთესო საშუალება.
უცნობია რა ტიპის ნომერშია გაჩერებული საქართველოს ექსპრეზიდენტი, თუმცა booking.com-ის მიხედვით, ლუქსისა და VIP-ნომრის ღირებულებები დღე-ღამის განმავლობაში 450-600 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ლუქსისა და VIP-ნომრის სერვისში შედის: მომსახურება ნომერში, მასაჟი ნომერში, რეცხვის, ქიმწმენდისა და დაუთოვების სერვისი.
მსგავსი სიახლეები

კემეროვოში ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონის გუბერნატორის ამან ტულეევასა და ქალაქის მერის ილია სერედუკის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიამ ყოველწლიური ფოტოკონკურსის Astronomy Photographer of the Year (წლის ასტრონომიის ფოტოგრაფი) ფინალისტები დაასახელა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ჯეიმს მეტისს შეხვდა
