მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის ანტისიმბოლო საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის

მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის ანტისიმბოლო საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის

‘მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის ანტისიმბოლო საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რატომ? ერთი — მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილთან მიმართებით ხდება სიმბოლიზმის გამოყენება

“ხდება რაღაც სიმბოლიზმის გამოყენება სააკაშვილთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მესამე პრეზიდენტის სიმბოლო და ა.შ. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს მართლაც ახასიათებს გარკვეული დოზით სიმბოლიზმი, თუმცა ყოფილი პრეზიდენტები, ისტორია აჩვენებს ამას, არიან ან სიმბოლოები ან ანტისიმბოლოები, შუალედური მაგალითებიც კი არ აქვს ისტორიას. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის ანტისიმბოლო.

ის არის ანტისიმბოლო საქართველოში და ის არის ანტისიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რატომ? ერთი — მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რაც მას, როგორც თავის დროზე პრეზიდენტს, აქვს ჩადენილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები