მიხეილ სააკაშვილი – ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს

მიხეილ სააკაშვილი – ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს

ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს, როგორც კაჩინსკი გაანადგურა და როგორც ბევრი სხვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მის ექსტრადირებასთან დაკავშირებული საკითხი, პუტინის ინტერესებში შედის. „რატომ გამოაქვეყნეს რუსებმა მღებრიშვილის ჩანაწერი? რუსები არიან, ეჭვი არ გვეპარება, რომ ვიღაც კერძო ”პრანკერები” არიან. სპეციალურად გამოაგდეს იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განცა, რომ ივანიშვილი მათ ატყუებს. ერთის მხრივ ეუბნება, რომ მინდა საქართველოში სააკაშვილის დაჭერა, მაგრამ მეორეს მხრივ ეშინია ჩემი ჩასვლის საქართველოში. ამიტომ ჩაწერეს რუსებმა საუბარი მღებრიშვილთან, გამოაგდეს და უთხრეს, რომ შენ რას გვატყუებ, აი, ხომ ხედავ, გამხილეთ და ამის შემდეგ იძულებული გახდა ივანიშვილი დაევალებინა, რომ მართლა გაეგზავნათ ექსტრადიციის მოთხოვნა. რუსებმა აისრულეს თავის წადილი.
ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს, როგორც კაჩინსკი გაანადგურა და როგორც ბევრი სხვა და ყველა ჩათვლის, რომ პუტინის მტრობა არის სიცოცხლისთვის სახიფათო. დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ უახლოეს კვირებში, თვეებში და წლებში. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი და უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა
ტეგები: სააკაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები