მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გაამახვილა.

მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გაამახვილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გაამახვილა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ფაქტები კიდე ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებია საჭირო. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგია. აუცილებელია, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებია საჭირო. საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება საჭიროა იმ ნაბიჯებისადმი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახორციელებს. აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს. ჩვენი მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, ჟენევის ფორმატი ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ეს მიზნები მიღწეული იყოს. კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გამოსაძებნად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ომით და მავთულხლართებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის რეალური შერიგება მოხდეს”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები