მიხეილ ჯანელიძემ ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან ,იოჰანეს ვან დერ კლაუსთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან ,იოჰანეს ვან დერ კლაუსთან შეხვედრა გამართა.

2016 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო დაღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე. UNHCR-ის წარმომადგენლის მხრიდან, აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე, დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ UNHCR-ის ოფისს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები