მიხეილ ჯანელიძემ იერუსალიმის საკითხზე განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს

მიხეილ ჯანელიძემ იერუსალიმის საკითხზე განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იერუსალიმის საკითხზე განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს:

“ეს გახლავთ ძალიან სენსიტიური თემა. ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას”.

დღეს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილავენ აშშ-ს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას, რომელიც ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეხება. დონალდ ტრამპი დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის შესახებ ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებენ და ამ დრომდე სარგებლობენ აშშ-ს ფინანსური დახმარებით.

აშშ-მ იერუსალიმი ისრაელის დედაქალად 4 დეკემბერს გამოაცხადა. ამასთანავე, ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა დაავალა. გადაწყვეტილებას გაეროს წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა დაუპირპირდა, მათ შორის, მთელი არაბული სამყაროც

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები