მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 15 ნოემბერს თურქმენეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია.

მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 15 ნოემბერს თურქმენეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 15 ნოემბერს თურქმენეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთთან დაკავშირებით მეშვიდე რეგიონალურ ეკონომიკურ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო-სატრანსპორტო შეთანხმების გაფორმება, რომელიც „ლაპის ლაზურის“ სახელით არის ცნობილი.

„ლაპის ლაზულის“ მარშრუტის პროექტი ითვალისწინებს ხელმომწერ ქვეყნებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციასა და გამარტივებას და ა.შ. „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებით საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ხდება.

აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები