მიხეილ ბატიაშვილი – ქართულ სპორტს სჭირდება მშვიდი გარემო – ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება

მიხეილ ბატიაშვილი – ქართულ სპორტს სჭირდება მშვიდი გარემო – ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება

მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ჩვენი უფლებამოსილების მიხედვით მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტების მიერ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თვითონ სამინისტროს ოფიციალური პოზიციის შესახებ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის გამოძიების დასრულება, ანუ გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც გაჩნდა და საზოგადოებას მათზე პასუხი მართლაც აინტერესებს. მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ჩვენი უფლებამოსილების მიხედვით, რაც სამინისტროს გააჩნია, მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოძიების დასრულებას დაველოდოთ, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. ქართულ სპორტს სჭირდება მშვიდი გარემო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ოლიმპიადის მოსამზადებელი პერიოდი იწყება. შესაბამისად, ვისაც ქართული სპორტის განვითარება გვაინტერესებს, მშვიდი გარემო თუ არ შევქმენით, შედეგების მიღწევა რთული იქნება. მე მჯერა, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, სპორტსმენები ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ სპორტულ გარემოს და როგორც გასული წელი იყო განსაკუთრებული, წელს კიდევ უფრო მეტ შედეგს ველოდებით”, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები